18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
სარწყავი და დამშრობი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
By

სარწყავი და დამშრობი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ პროგრამის „სამელიორაციო სისტემების მართვა“ ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში ტაკიძეები-მოსიაშვილების სარწყავი არხების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო, ასევე, მიმდინარე პროექტები დაათვალიერა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში.

პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 9 სარწყავ არხს შეაკეთებენ.

– პროგრამის მიზანია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. სამუშაოები, ასევე, ითვალისწინებს სარწყავი და შიდაქსელური არხების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას. პროგრამის ფარგლებში, სარწყავი არხების დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩაეწყობა პოლიეთილენისა და ფოლადის მილები. სარწყავი არხები გაიწმინდება მიწის მასისა და ბუჩქნარისაგან, – თქვა არჩილ ბერიძემ.

გარდა აღნიშნულისა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 9 არხის შეკეთება. ამ დღეებში, მიმდინარე სამუშაოებს „აგროსერვისცენტრის“ დირექტორი რაულ თავართქილაძე, შუახევის მუნიპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ზოიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, პროგრამის ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები გაეცნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *