სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე ნარკოტიკის შემოტანა აღკვეთეს
By

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე ნარკოტიკის შემოტანა აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ჯ.ქ.  სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 979 აბი  ,,მდმა” და  „პრეგაბალინის“ შემცველი 47 კაფსულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *