სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
By

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ი.ი. სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოიყვანა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ.გ., რომელიც ასევე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *