სასიკეთო ცვლილებები გაგრძელდება
By

სასიკეთო ცვლილებები გაგრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი და ამჟამად ამავე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უჩამბის თემის მოსახლეობას შეხვდა. მან მთავარი აქცენტი გადაიტანა მისი გუნდის სამოქმედო გეგმაზე, სოფლად არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ომარ ტაკიძემ შეხვედრების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში ერთობლივი მუშაობით, ბევრი რამ შეძლეს. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ერთმანეთის თანადგომითა და მხარდაჭერით, კიდევ ბევრი სასიკეთო ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი.

– ჩვენს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სოფელში ცხოვრებისათვის უკეთესი პირობები შევუქმნა, – განაცხადა ომარ ტაკიძემ.

ომარ ტაკიძესთან ერთად უჩამბის თემის მოსახლეობას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი შუახევის საკრებულოს არჩევნებზე იაგო დავითაძე შეხვდა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *