19 C ბათუმი
Monday 14th July 2025
 სასმელი წყალი – უწყვეტი რეჟიმით
By

 სასმელი წყალი – უწყვეტი რეჟიმით

ხულოს თვითმმართველობის ხელმძღვანელთა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფაა. ამ ეტაპზე, წყლის მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ღორჯომის ხეობის 3 სოფელში – ვაშაყმაძეებში, მეკეიძეებსა და ვანაძეებში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 150-მდე ოჯახს უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება სასმელი წყალი. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *