
სასწავლო კურსი 52-მა ბენეფიციარმა დაასრულა
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა. მსმენელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ასევე, – სამუშაო იარაღები.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ზურაბ თენიეშვილი და ილია ვერძაძე. მათ მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და დუალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სასწავლო კურსი 52-მა ბენეფიციარმა დაასრულა, კურსდამთავრებულთა 80% წარმატებით დასაქმდა შესაბამის სფეროებში.
პროგრამა ითვალისწინებდა პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შემდეგ პროფესიებში: ელექტროობა, ბუღალტერია, კონდიტერია, ბარის ფუნქციონირება, კულინარიის ხელოვნება, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ვენტილაცია- კონდინცირება და შედუღება.
სწავლება კოლეჯ ,,ახალ ტალღაში“ მიმდინარეობდა.