
By
საუკუნოვანი იუბილე – გარემონტებულ შენობაში
თხილვანა, ფაჩხა, ხიხაძირი ის დასახლებებია, სადაც ოსმალთა ტყვეობისგან გამოხსნილ სხალთის ხეობაში ქართული სკოლები აღადგინეს. 1938 წლიდან ხიხაძირში სკოლა საშუალოს სტატუსით ამოქმედდა. ამ საგანმანათლებლო კერაში თაობები აღიზარდნენ.
შარშან აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარი გამოიყო სკოლის შენობის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შესაკეთებლად. სარემონტო სამუშაოებს „მშენებელი-2017“ ასრულებდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მაღალ დონეზეა გაკეთებული. ხიხაძირელი პედაგოგები და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილ შენობაში დაიწყებენ. სკოლაში 25 პედაგოგი მუშაობს, რომელთაგან 21 სერტიფიცირებულია.
როგორც სკოლის დირექტორმა არჩილ ხალვაშმა გვითხრა, წელს სოფელში სკოლის აღდგენის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნასაც აპირებენ.
ცოტნე ცაბაძე