By
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.
ფრანგული მედია წერს, რომ 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური 5 ოქტომბერს, თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ, ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.