By
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ამ ქვეყნის საფონდო ინდექსები ეცემა, ევრო დოლართან მიმართებით გაუფასურდა
საფრანაგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შესახებ ცნობების პარალელურად, საფრანგეთის საფონდო ინდექსები დაეცა.
გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის მთავარი ინდექსი CAC 40-ი 1,8%-ით დაეცა. გაუფასურდა ფრანგული ობილიგაციებიც.
ასევე გაუფასურდა ფრანგული ბანკების აქციებიც. BNP Paribas-ის აქციები – 5,2%-ით, Société Générale-ს – 6,6%-ით, Credit Agricole-ს კი 5,1%-ით გაუფასურდა. ამასთან, დოლართან მიმართებით გაუფასურდა ევრო. ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულებამ 1,66 დოლარი შეადგინა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ დღეს დილით განაცხადა.