საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს
By

საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს, ტაილანდისა და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 103 მოქალაქე.

ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის მხოლოდ მარტის თვეში – 360, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 904 უცხოელი არალეგალის გაძევება განხორციელდა საქართველოდან“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *