საქართველომ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა
ესპანეთის ქალაქ ლინარექსში გრძელდება მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გუნდისთვის პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას სპორტული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა – „ბ“ ქვეჯგუფში ლიდერის სტატუსი მათ ერთი ტურით ადრე გაინაღდეს და პლეი-ოფში მთავარი ფავორიტის სტატუსით გადავიდნენ.
დღეს, 21 ნოემბერს, პლეი-ოფის თამაშები იწყება, სადაც ერთმანეთს 8 საუკეთესო გუნდი ხვდება. ერთმანეთს დაუპირისპიდებიან აზერბაიჯანი – საქართველო, ფიდე – უზბეკეთი, აშშ – ჩინეთი, ყაზახეთი-ინდოეთი.
პლეი-ოფში თითოეული პარტია ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტია. ხვალ, დღევანდელ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ნახევარფინალში ითამაშებენ. ასე რომ, წინ გადამწყვეტი ეტაპებია. საქართველოს ქალთა ნაკრები – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, წლევანდელი ტიტულისთვის იბრძოლებს.
მანანა ძიძიშვილი