„საქართველოს ბანკი“ 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა
By

„საქართველოს ბანკი“ 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკი“ 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მათ შორის, ტრანსფორმაციის მიმართულებით, სამ ნომინაციაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა: ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით; საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში; ქვეყანაში საუკეთესო ციფრული ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით.

„ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რაც მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. ეს არის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი იღებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ინტეგრირებულ პლატფორმებს, რომლებიც თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს პასუხობს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და „საქართველოს ბანკი“ მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მომხმარებლებს როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საქმიანობას გაუადვილებს და განვითარებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურიმ შეარჩია, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *