19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა აეკრძალა
By

საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა აეკრძალა

 

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდება. მისივე თქმით, აღნიშნული პირები ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა და მათ ​ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერს, ლატვიამ სავიზო შეზღუდვა „ოცნების“ 13 წარმომადგენელს დაუწესა. კიდევ უფრო ადრე კი ბალტიის ქვეყნებმა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივი ეროვნული სანქციები დაუწესეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *