
By
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფშია
ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ გამართული შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მართალია დათმეს, მაგრამ საგზური მაინც მოიპოვეს. ნაკრების ბედი ესპანეთისა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრის შედეგს უნდა გადაეწყვიტა. სასიხარულოა, რომ ესპანეთმა, რომელიც ასევე იბრძოდა მეოთხე ადგილისთვის, საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 90:86 წააგო. საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე ისტორიაში მესამედ გავიდა. ჩვენი კალათბურთელები მერვედფინალში საფრანგეთის გუნდს კვირას, 7 სექტემბერს შეხვდებიან.
მანანა ძიძიშვილი