
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფშია
2025 წლის 7 სექტემბერი საქართველოს სპორტის ისტორიაში სამახსოვრო თარიღად შევა. თუ ფეხბურთში ბულგარეთთან მოგებას ასე თუ ისე ველოდით, ევრობასკეტზე საფრანგეთთან მერვედფინალში გამარჯვება კალათბურთში ნამდვილი სენსაცია იყო. მართლაც შესანიშნავად ითამაშეს ჩვენმა კალათბურთელებმა, დაამარცხეს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – საფრანგეთის ნაკრები, რაც ისტორიული შედეგია. ბიჭების სულისკვეთებამ, თავდადებამ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. ქართველმა ქომაგებმაც გამოიჩინეს თავი, მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. შეხვედრა, რომელიც 80:70 დასრულდა, სანახაობრივადაც ძალიან კარგი იყო. ისტორიაში პირველად მომდევნო ეტაპზე – მეოთხედინალში გავედით, სადაც 8 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს ფინეთს დაუპირისპირდება.
საქართველის პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის, მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ნაკრები 3 მილიონ ლარს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვისაც მიიღებს.
მანანა ძიძიშვილი