
საქართველოს პრემიერი – იტალიაში
მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იტალიაში გამგზავრების შესახებ.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამომთავრობამ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა
`საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა~, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.
თამარ ტალიაშვილი 2020-2022 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2022 წლის ოქტომბერში კი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.
უკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
პრემიერი მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.