საქართველოს რკინიგზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
By

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

საქართველოს რკინიგზა 21-22 მარტს დამატებით რეისებს ნიშნავს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე დასასწრებად მსურველთა გაზრდილ ნაკადს.

კომპანიის ინფორმაციით, მოქალაქეებს როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანენ.

დამატებითი რეისები :  თბილისი – ბათუმი – თბილისი

  • გასვლა: 21:00
  • ჩასვლა: 02:22
  • ბათუმიდან გამოსვლა: 08:45
  • თბილისში ჩამოსვლა: 13:44

ბილეთების მიღება შესაძლებელია სარკინიგზო სალაროებში, პირადობის მოწმობის წარდგენით.

გაცემა დაიწყება დღეს, 17:00 საათიდან.

ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

  • No Comments
  • მარტი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *