საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იზმითში თურქეთთან დამარცხდა
By

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იზმითში თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა იზმითში ჩატარდა და თურქეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 4:1.

რადგან თბილისში თურქეთმა 3:2 მოიგო, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად საქართველოს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა პირველ ტაიმში მასპინძლებმა დამაჯერებელი თამაშით სამბურთიანი უპირტესობა 35-ე წუთზე მოიპოვეს. გოლები გაიტანეს ილდიზმა, დემირალმა და აკგუნმა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. თურქეთის მხრიდან თავური დარტყმით გოლი დემირალმა გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე კიტეიშვილის პასის შემდეგ სხვაობა ქოჩორაშვილმა შეამცირა.

ჩვენი ჯგუფის ლიდერმა ესპანეთმა, შინ, 4:0 დაამარცხა ბულგარეთი. ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანელები ჯგუფის ლიდერები არიან. თურქეთი სამი მოგებით მეორეა და მას ამ პოზიციას დარჩენილ ორ ტურში ვეღარავინ შეეცილება. საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მეოთხეა ბულგარეთი – ოთხი მარცხით.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *