საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ფსიქორტოპულ საშუალებებთან დაკავშირებით ექიმებსა და აფთიაქებს მოუწოდებს
By

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ფსიქორტოპულ საშუალებებთან დაკავშირებით ექიმებსა და აფთიაქებს მოუწოდებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე საუბრისას განაცხადა, რომ არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტი დანიშნულებით. მინისტრის თქმით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში, ასევე, არიან ექიმები, აფთიაქები და ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია.

„მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ სამკურნალო საშუალებებთან, რომ ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან – უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას. საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებას და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში კომერციული ინტერესის მაქსიმალურად შეზღუდვას. არ შეიძლება სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, სადაც კომერციული ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში იქცეოდეს პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო იმ მედიკამენტების მოხმარება, რომლის მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდი იქნებოდა. ვფიქრობ, მართებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფომ ჩაანაცვლოს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტში კერძო კომპანიები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მინისტრმა რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობები.

„გვაქვს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობებს. იქ, სადაც ვამჩნევთ ასეთ გარემოებას, ბუნებრივია, სისტემა მზად გახლავთ, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ამ გარემოების გამოვლენა ხორციელდება, მოწოდებული ვიქნებით, რომ ასეთი ინციდენტები არ ფიქსირდებოდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *