19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 137 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში – 64
By

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 137 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში – 64

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ახალი კორონავირუსის 64 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 24 პაციენტმა. კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. ამ დროისთვის, აჭარის მასშტაბით, კლინიკაში მკურნალობს 249 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროშია 206 პირი, ონლაინკლინიკიდან იმართება 521.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 137 შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 მოქალაქე გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 პისიარ ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 477, აჭარაში – 64, იმერეთში – 164, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 85, გურიაში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 118, კახეთში – 95, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში -18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში – 329, აჭარაში -54, იმერეთში – 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 3, იმერეთში – 25.

534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

  • No Comments
  • იანვარი 21, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *