19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევიდან 44 აჭარაში გამოვლინდა
By

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევიდან 44 აჭარაში გამოვლინდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 44 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდკლინიკებში ამჟამად 192 პირი მკურნალობს. ამ ეტაპზე 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 მოქალაქე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 110 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 815 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 989 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 126 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 6 863 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 248 537-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 159 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 253, აჭარაში – 44, იმერეთში – 139, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 14, სამეგრელო- ზემო სვანეთში – 72, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში -20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 338, აჭარაში – 192, იმერეთში – 513. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში – 263, აჭარაში – 45, იმერეთში – 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 2, იმერეთში – 13.

311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 94 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 110.

სულ 6 ოქტომბრიდან 29 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 179 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10 423, აჭარაში – 815, იმერეთში – 1 507.

  • No Comments
  • იანვარი 30, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *