საქართველოში პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა – ეუთოს შეფასება და პოლიტიკოსთა რეაქცია
By

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა – ეუთოს შეფასება და პოლიტიკოსთა რეაქცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა ქვეყნის სტაბილურობისა და პრობლემების გადაწყვეტის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს. დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ კომუნიკაციაში, ხოლო მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
ირაკლი კუპრაძე („ლელო – ძლიერი საქართველო“) აღნიშნავს:
„დიალოგის ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა გადავჭრათ მთავარი პრობლემები: სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ ორი საკითხის გარშემო კონსოლიდაცია გადამწყვეტი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად“.
ტატა ხვედელიანი („გახარია საქართველოსთვის“) მიიჩნევს, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მას აქრობენ:
„ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირება და უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანია. ამნისტიის ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, (ქვეყნის განვითარება გადავტვირთოთ“.
გურამ მაჭარაშვილი („ხალხის ძალა“) კი ხაზს უსვამს:
„როდესაც ოპოზიცია არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, არჩევნებს და მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავს, დიალოგი მათთან შეუძლებელია. რეალური კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან უნდა განხორციელდეს, რევოლუციონერებთან კი ვერ შედგება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *