საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 5,521,866 ვიზიტს მიაღწია. ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით, +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით, +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის, ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან (+9.1%; +8,042 ვიზიტი).
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი – 1,214,772 ვიზიტი შეადგინა. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, +7.6%-ია.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.