საქართველო-კორეას შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს
By

საქართველო-კორეას შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონ დუ კიმს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-კორეას შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ როლს შავი ზღვის რეგიონში, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის, აგრეთვე, ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ჰიდროგრაფიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

კორეის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულეს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, სადაც დეტალურად გაეცნენ ნავსადგურის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებსა და მიმდინარე განვითარების გეგმებს. ასევე, ეწვივნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიას, სადაც სტუმრებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და საერთაშორისო ტვირთბრუნვის ზრდის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიეწოდათ ინფორმაცია.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *