საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზეა
By

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზეა

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.

გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 92 პროცენტი მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა განვითარებულ ქვეყანას: გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.

განმარტების მიხედვით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე, ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *