
საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეფასების 10-ბალიანი სისტემით, 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
სასამართლოს დამოუკიდებლობით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: სლოვენიას, ალბანეთს, ბულგარეთს, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთსა და ლატვიას.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. მათი კვლევით, საქართველოს სახელმწიფო სექტორი, კეთილსინდისიერების რეიტინგით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით – 19-ე პოზიციაზე.