საქველმოქმედო შოუ – ყინულზე
By

საქველმოქმედო შოუ – ყინულზე

ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ყინულის სასახლეში,  საქართველოში პირველად,  სანახაობრივი შოუ – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გაიმართა. როგორც ცენტრის დორექტორმა უჩა აბრამიშვილმა გვითხრა, ღონისძიება მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა მთლიანად სალიბაურის წმინდა თამარის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხა. შოუში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები – მოციგურავეები, მსახიობები მონაწილეობდნენ. უჩა აბრამიშვილის თქმით, სპორტული ცენტრი ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას კვლავაც მიიღებს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *