საშობაო ლიტურგია გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
By

საშობაო ლიტურგია გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქობულეთში, სოფელ გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო.

საზეიმო წირვის დაწყებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის შეხვდა. შეხვედრისას სულხან თამაზაშვილმა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ასევე, მეუფეს და სამღვდელოებას ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.

საშობაო ლიტურგიას აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს  პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • იანვარი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *