საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში
By

საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში

ბათუმის დრამატულმა თეატრმა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის შემოქმედებით დასს უმასპინძლა, რომელმაც საზოგადოებას სპექტაკლი ,,მეტამორფოზა” წარუდგინა.

თეატრის გასტროლი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ფრანც კაფკას ცნობილი ნაწარმოები გიორგი მეტონიძის რეჟისორობით, არავერბალურად მიმდინარეობდა. მსახიობებმა სხეულის ენით წარმოადგინეს სპექტაკლის დრამატურგიული შინაარსი და მთავარი გმირის ემოციური განცდები.

ორდღიანი გასტროლის ფარგლებში საჩხერის თეატრალურმა დასმა მაყურებელს ასევე წარუდგინა სპექტაკლი „ფუტურო ადამიანები“.

სპექტაკლებს აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ.

აღნიშნული სპექტაკლების რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ ფინანსური მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის კულტურის სამინისტროს, მინისტრ ელისო ბოლქვაძეს და ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. მისივე თქმით, აჭარაში განსაკუთრებით გემოვნებიანი მაყურებელია, რომლის წინაშე წარდგომა ყოველთვის სასიხარულო და საპასუხისმგებლოა მათთვის.

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *