
By
საცხოვრებელი სახლი შეუძინეს
წელს 450 ათასი ლარია მობილიზებული შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახის ფინანსური დახმარების მიზნობრივ პროგრამაზე“. მერიასთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, თითოეული ოჯახისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო და 18 ოჯახი საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებს.
7 წევრია ბრილელი სულიკო ირემაძის ოჯახში. ისინი 150 წლის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობდნენ. ამიერიდან მათ ნორმალური საცხოვრებელი სახლი ექნებათ.
– მადლობა ყველას, ასევე, პირადად შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ომარ ტაკიძეს. სწორედ მათ მომცეს შესაძლებლობა, სახლის მეპატრონე გავმხდარიყავი, – ამბობს სულიკო ირემაძე.
თამაზ მგზავრიძე