სახელობითი პრემია დაიმსახურეს
By

 სახელობითი პრემია დაიმსახურეს

აკადემიური  დოქტორი ზურაბ მანველიძე წლებია ტყისა და მისი რესურსების კვლევითაა დაკავებული. მისი დამსახურებაცაა, რომ ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე გოდერძის ალპური ბაღი ამოქმედდა.

ზურაბმა აკადემიურ დოქტორებთან: გიორგი ქავთარაძესთან, ნატო კობახიძესთან, დოქტორანტებთან: ლადო ბასილაძესთან, მარგალიტა ბაჩილავასთან, მაგისტრანტებთან: ელიზავეტა ავოიანისთან, ბესარიონ აფციაურთან, საპატიო დოქტორ ნანი გოგინაშვილთან ერთად გამოსცა მონოგრაფია – „უცხომერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში“.  ავტორთა მიერ გამოცემულ ამ მონოგრაფიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გიორგი გიგაურის სახელობითი პრემია მიენიჭა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *