18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
სახნავ-სათესი ნაკვეთების უსასყიდლოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია
By

სახნავ-სათესი ნაკვეთების უსასყიდლოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება წარმატებით ხორციელდება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ, აგროსერვის ცენტრის, ქვეპროგრამის ,,აგრომომსახურების განვითარება რეგიონში“ ფარგლებში, აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი ნაკვეთების უსასყიდლოდ დამუშავება დასკვნით ფაზაშია.
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნო. აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობები დაუმუშავდა უფასოდ. დღეის მდგომარეობით, უკვე დამუშავებულია 2250 ჰა მიწის ფართობი, რაც ადგილობრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას, გაზარდონ ერთწლიან კულტურებში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
საველე სამუშაოებს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ნადიმ ვარშანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე და `აგროსერვისცენტრის~ ხელმძღვანელები.~, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *