
By
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება
22-23 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის საწყის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც, 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.