
საჯარო ლექცია – საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებისთვის
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მეზღვაურებისა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
გენერალურმა მდივანმა თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დეკარბონიზაციის აუცილებლობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა საერთაშორისო საზღვაო სფეროზე.
– ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო საჯარო ლექცია შედგა. პირადად მოვისმინე ახალი თაობისგან, თუ რა მოლოდინები აქვთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისგან. ახალგაზრდებს აინტერესებთ უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ავტომატიზაცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად ინტერესდებიან ორგანიზაციის საქმიანობით, რადგან მომავალში სწორედ ახალი თაობა გადაიბარებს ამ საქმის მართვას, – აღნიშნა არსენიო დომინგესმა.
გალერეა




