19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
საჯარო მოხელეები რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან
By

საჯარო მოხელეები რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან

შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. მოქმედი კანონით, რესურსცენტრების თანამშრომლები საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, ხოლო რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული პირებისთვის საჯარო მოხელისთვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია, რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს, ცვლილებების შედეგად კი მათი თანამდებობრივი სარგო გაიზრდება და 2,178.0 ლარი გახდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *