საჯარო სამსახურში დასაქმებულს კერძო სექტორში მუშაობა ეკრძალება
By

საჯარო სამსახურში დასაქმებულს კერძო სექტორში მუშაობა ეკრძალება

1 ნოემბრიდან ამოქმედდება „კორუფციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს ეკრძალება კერძო სექტორში დამატებით მუშაობა.

ხვალიდან ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მათ შორის, საჯარო სკოლაში დასაქმებულ პირს აღარ ექნება უფლება, პარალელურად მუშაობდეს სხვა საჯარო სამსახურში. კერძოდ, აკრძალვა ვრცელდება

შემდეგ შემთხვევებზე:

 დასაქმებული ვერ იმუშავებს:

სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;

სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში;

იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი;

ზემოაღნიშნული საწარმოს შვილობილ საწარმოში.

გამონაკლისების ჩამონათვალს – ანუ იმ საქმიანობებისა და დაწესებულებების სიას, რომლებზეც აღნიშნული აკრძალვა არ გავრცელდება – განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.
სავარაუდოდ, სიაში მოხვდებიან ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა ბუღალტერი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და სხვა. ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც საჯარო სექტორის თანამშრომელი სხვა ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს (მაგალითად, სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით ან სპორტულ საქმიანობას), ან იკავებს აკადემიურ თანამდებობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მას მოუწევს დაწესებულების ხელმძღვანელის (მაგალითად, სკოლის დირექტორის) მიერ გაცემული ერთჯერადი, წერილობითი თანხმობის მოპოვება, რომელიც გაიცემა კონკრეტული ვადით, მაქსიმუმ 1 წლით.

კონკრეტულად ვის ეხება აკრძალვა?

ორ სამუშაო ადგილზე მუშაობა ეკრძალება ყველას, ვინც დასაქმებულია:

  • საჯარო უწყებაში;
  • სახელმწიფო სსიპ-ში;
  • მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში;
  • სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ კომპანიაში (50%+ წილი);

რა აიკრძალა?

საჯარო სექტორში დასაქმებულები ვეღარ შეძლებენ:

  • დამატებით მუშაობას კერძო კომპანიაში;
  • კონტრაქტის ან ჰონორარის მიღებას სხვა ორგანიზაციიდან

გამონაკლისები – მხოლოდ ნებართვით.

28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისებია:

  • აკადემიური საქმიანობა;
  • პედაგოგიური საქმიანობა;
  • შემოქმედებითი სფერო;
  • სპორტული საქმიანობა;

ყველა შემთხვევაში საჭიროა დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვა

ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, მაქსიმუმ 1 წლით.

რა გველის კანონის დარღვევის შემთხვევაში?

  • თანამდებობის დატოვება;
  • მიღებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება;
  • საჯარო სამსახურში მუშაობის ორი წლით აკრძალვა.

გთავაზობთ ექსპერტების პირველად შეფასება. იურისტების აზრით, ცვლილება:

  • ზღუდავს შრომით უფლებებს;
  • ქმნის შერჩევითი ნებართვების რისკს;
  • ზრდის კონტროლს საჯარო სექტორზე;

კანონი ძალაში შედის – 2025 წლის 1 ნოემბრიდან.

 

ცნობისათვის: ამ საკანონმდებლო ცვლილებებს „ოცნების“ პარლამენტმა ამა წლის 24 ივნისს, 81 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს ეხება და სასანქციო მექანიზმებსაც ითვალისწინებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *