სერგეი ლავროვი – ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის
By

სერგეი ლავროვი – ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინა-რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ ორმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეხვდეს, მათ შორის, ბატონ ზელენსკის იმის გააზრებით, რომ ყველა საკითხი, რაც უნდა იყოს ამ დონეზე განხილული, კარგად იქნება წინასწარ დამუშავებული“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *