სერგი მესხის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
By

სერგი მესხის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ სერგი მესხის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

2660 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია სრულად კეთილმოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ მინი სტადიონს, მოეწყო საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები. განხორციელდა სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა თანამედროვე გარეგანათების სისტემა და განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი.

რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ბათუმის ურბანული განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2025 წელს, ქალაქის მასშტაბით, 21 სკვერის მშენებლობა და რეაბილიტაცია დასრულდა.

ბათუმის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მწვანე სივრცეების მოწყობას ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, საცხოვრებელი უბნების განახლებას და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული დასვენების სივრცეების შექმნას.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *