By
სვეტიცხოვლობა – სხალთის ეპარქიაში
სვეტიცხოვლობა – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა – მაღალ დონეზე ჩატარდა სხალთის ეპარქიის ტაძრებში. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის მღვდელმსახურებმა აღავლინეს. სხალთის მონასტერში, ხიჭაურის, დაბა ქედის, ზვარეს, ზესოფლის, დაბა შუახევის, ხულოს ეკლესიებში ჩატარებულ ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ქედის, შუახევისა და ხულოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მოხელეები ესწრებოდნენ.
– სვეტიცხოვლობა ახალ ტაძარში პირველად ვიდღესასწაულეთ. მრევლიც არ გვაკლდა. ადრე კულტურის ცენტრის შენობაში არსებულ სამლოცველოში ვლოცულობდით, ამიერიდან ახალ ეკლესიაში აღესრულება წირვა-ლოცვები, რომლებსაც დეკანოზი იოანე (ჩხუბაძე) და მღვდელმსახურები ატარებენ, – გვითხრა დაბა შუახევის მკვიდრმა ლია დავითაძემ.
ცოტნე ცაბაძე