19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
სილამაზის სალონები 18 მაისს გაიხსნება
By

სილამაზის სალონები 18 მაისს გაიხსნება

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –

ბევრი ქალბატონისა და მამაკაცის ,,ოცნება” 18 მაისს ახდება. საუბარია სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების გახსნაზე, რომელთა მოსაკლისების გამო არაერთხელ მოგვისმენია საყვედური როგორც სოციალური ქსელებიდან, ასევე ტელევიზიიდან მთავრობის მისამართით, ჟურნალისტ დავით აქუბარდიას რეპლიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
საქათველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დაწესებულებები საქართველოში მალე -18 მაისიდან გაიხსნას:
– ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • No Comments
  • მაისი 14, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *