By
სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – დაბალი)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.