სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის  ვიზიტი – საქართველოში
By

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის  ვიზიტი – საქართველოში

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აშოტ  ზაქარიანსა  და სომხეთის დელაგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა. მხარეებმა გაცნობით შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.

სტუმრები დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ვაზიანში გაიმართა. წვრთნები მოიცავდა ჩხრეკისა და კორდონის, პატრულირების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირის დაცვის ოპერაციებსა და  სხვა კომპონენტებს.

საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის  ვიზიტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *