სოფელ აჭარისაღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს
By

სოფელ აჭარისაღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში და-ძმის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი და-ძმის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 25 იანვარს გარდაცვლილ ქალს დაბადების დღე ჰქონდა, რომელსაც ოჯახში, ძმასთან ერთად აღნიშნავდა. მათივე თქმით, ძმა ეზოში გავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დაბრუნებულა, რის შემდეგაც ქალმა სახლის მიმდებარედ მისი ძებნა დაიწყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ღამე მოხდა. სავარაუდოდ, სიბნელეში ძებნისას დამ გზა ვერ გაიკვლია და ახლომდებარე ხევში გადავარდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, ძმის ცხედარი მეორე დილით, სკოლაში მიმავალმა არასრულწლოვანმა იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არცერთ მათგანს, სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *