,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“
By

,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, კურორტ „გოდერძიზე“ გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე – ,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა ტალახაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შეხვდნენ.

ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რისი გადალახვაც მოუწია კარიერის განმავლობაში.  შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ლიდერული და გუნდური უნარების განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, ჩაქვის ძალოსნობის კომპლექსის ხელმძღვანელი ირაკლი თურმანიძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე.

  • No Comments
  • მარტი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *