By
სპორტსმენებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენა სასწავლო წელს განახლებული ინვენტარით შეხვდა. სრულად შეიცვალა ძველი ციგურები ახლით როგორც პროფესიონალი მოციგურავეებისთვის, ასევე მოყვარულთა ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, დაემატა ახალი აღჭურვილობა ჰოკეის სექციისთვის.
ახალგაზრდა სპორტსმენებს სასწავლო პროცესის განახლება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ მიულოცა. მან მოზარდებს სპორტული ინვენტარი გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ბათუმის მერია, სპორტის სახეობებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის, მათთვის სათანადო გარემოს უზრუნველსაყოფად და სპორტულ ასპარეზზე მაღალი შედეგების მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.
გალერეა

