სტიპენდია სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტებისთვის
By

სტიპენდია სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტებისთვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემას იწყებს.

ასევე, კერძო და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სკოლა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაასრულეს, ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს მიიღებენ.

პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა. 100%-იანი გრანტის მფლობელები 2000 ლარს მიიღებენ; 70%-იანი კი ათას ლარს.

რაც შეეხება ოქროსმედალოსან მოსწავლეებს, ისინი, ერთჯერადად, 500 ლარს მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები კი-300 ლარს.

აპლიკანტებმა განაცხადი და დამატებითი დოკუმენტაცია უნდა შეიტანონ ქობულეთის მერიაში.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი ქობულეთში რეგისტრირებულმა 59-მა მოსწავლემ მოიპოვა.

102-მა კურსდამთავრებულმა სკოლა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაასრულა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *