
By
სტიქია – ბახმაროში
გუშინ, ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე. მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდა.