სულხან თამაზაშვილი: ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი
By

სულხან თამაზაშვილი: ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ისაუბრა აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

სულხან თამაზაშვილის თქმით, უკვე დაგეგმილი ან დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელება და ბოლომდე მიყვანა მისი სტრატეგიული საზრუნავია.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი – „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა.

„ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა. მისივე თქმით, ასევე მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, ქობულეთს აღუდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი.

,,ქობულეთს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *