19 C ბათუმი
Monday 21st July 2025
სულხან თამაზაშვილი – მაქსიმალურად ვცდილობთ, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ
By

სულხან თამაზაშვილი – მაქსიმალურად ვცდილობთ, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ

გადაცემა „იმედის კვირაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა აჭარაში განათლებისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში.
„გასულ წლებთან შედარებით, 54%-ით გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში. ეს განაპირობა იმან, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს ძალიან კარგი შედეგები წელს: გვყავს 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს ჩემპიონი. სწორედ ეს ხალხი აძლევს მოტივაციას ახალგაზრდებს“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონში მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებზე. მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევში, ქედაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია გადაუდებელი დახმარების ცენტრების მშენებლობა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
კერძოდ, 53 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარაში ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის ასაგებად და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოებისთვის.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა შუახევის, ხულოს, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

მთავრობის თავჯდომარემ ასევე ისაუბრა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ აჭარაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. კურორტ გოდერძიზე 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ნაწილიც უკვე დასრულებულია. ჯამში, ველოდებით 250 მილიონამდე ლარის ინვესტიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აუცილებლად არის სისრულეში მოსაყვანი“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *