სულხან თამაზაშვილი: 31 მარტი ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატულებაა
By

სულხან თამაზაშვილი: 31 მარტი ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატულებაა

საქართველოს უახლეს ისტორიაში 31 მარტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. აღნიშნულ  თარიღს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გამოეხმაურა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე,  ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დღე.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას.

ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *